მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 6 მილიონი ლარით გაიზარდა
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 6 მილიონი ლარით გაიზარდა

A+ A-

×

14:35 16/05/2019

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 6 მილიონი ლარით გაიზარდა და 18.5 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 13 მილიონი დოლარით შემცირდა, თუმცა ლარის გაცვლითი კურსის ზრდის გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 14 მილიონი ლარით გაიზარდა.

აპრილში საშინაო სახელმწიფო ვალი 8 მილიონი ლარით შემცირდა. 30 აპრილის მდგომარეობით, საგარეო სახელმწიფო ვალი 14.5 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 4 მილიარდი ლარია. საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 4.9 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 858 მილიონი ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის საფრანგეთი 666 მილიონი ლარით. საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია.