ზუგდიდში მოკრიმინალო ბიჭ-ბუჭებს ცხვირს წავამტვრევთ - რომან გოცირიძე
ზუგდიდში მოკრიმინალო ბიჭ-ბუჭებს ცხვირს წავამტვრევთ - რომან გოცირიძე

A+ A-

14:41 16/05/2019

"ზუგდიდში ყველა უბანს დავიცავთ. 5 000 კაცი გვეყოლება და მოკრიმინალო ბიჭ-ბუჭებს ცხვირს წავამტვრევთ“, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა. დეპუტატი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში ხმების გაყალბებას არ დაუშვებს.

"კარგად გვახსოვს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ზუგდიდში ორი უბანი როგორ დაარბიეს, გაიტაცეს საარჩევნო ყუთები და მეორე ტურის დანიშვნა გახდა აუცილებელი. პირველ ტურში სანდრამ გაიმარჯვა, მეორე ტურის გაყალბებით კი, ვნახეთ რა შედეგიც დადგა.

ზუგდიდში მართლაც გვეყოლება 5000 კაცი, დავიცავთ ყველა უბანს. ამ პროვოკატორებმა, ზონდერებმა და ქუჩის მოკრიმინალო ბიჭ-ბუჭობამ ცხვირის შემოყოფა არ გაბედონ, ცხვირს წავამტვრევთ, ვერავინ ვერ გაიტაცებს ყუთს. ჩვენ კანონის ფარგლებში დავიცავთ სამართლიან არჩევნებს.

თბილისიდან უკვე დაიწყეს იმ ადამიანების ჩამოყვანა, რომლებმაც ზუგდიდში საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. თუ ხელისუფლება კანონის შესაბამისად იმოქმედებს და აღკვეთავს ამ მოკრიმინალო ბიჭ-ბუჭების თარეშს, არავითარი პრობლემა არ იქნება. მაგრამ, თუ პოლიცია უმოქმედოდ იქნება, საარჩევნო უბნებს ჩვენ დავიცავთ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, 19 მაისს შუალედური არჩევნები გაიმართება.