არასრულწლოვანის წამების გამო, 2 პოლიციელია გათავისუფლებული - შსს
არასრულწლოვანის წამების გამო, 2 პოლიციელია გათავისუფლებული - შსს

A+ A-

15:51 16/05/2019

ქურდობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი თემურ ასლამაზაშვილი ბოლნისის პოლიციაში საშინლად წამების ფაქტზე გათავისუფლებულია 2 პოლიციელი. ამის შესახებ "ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეს პროკურატურა იძიებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს „2020NEWS“-ის პრესკლუბში ადვოკატებმა ზაზა ხატიაშვილმა და ფრიდონ სუხიაშვილმა მსხვერპლთან ერთად წამების დეტალებზე ისაუბრეს.

"ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაიწყეს ადამიანების გაუპატიურების მცდელობა არასრულწლოვნებთან მიმართებაში. ეს ძალიან საგანგაშო ფაქტია. თუ ხმა არ ამოვიღეთ, ეს ხელისუფლება მალე ყველას მიმართ დაიწყებს ძალადობას, ვინც მისთვის მისაღები არ იქნება, - განაცხადა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა "2020NEWS“-ის პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე. ადვოკატების, ზაზა ხატიაშვილისა და ფრიდონ სუხიაშვილის თქმით, ისინი 18 საათზე ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან საპროტესტო აქციას გამართავენ.