"იმედის" დირექტორი მოხსნეს, მას ივანიშვილის და ჩხარტიშვილის მეგობარი, ელდარ მდინარაძე ჩაანაცვლებს
"იმედის" დირექტორი მოხსნეს, მას ივანიშვილის და ჩხარტიშვილის მეგობარი, ელდარ მდინარაძე ჩაანაცვლებს

A+ A-

16:04 16/05/2019

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედის" დირექტორი გოგა კალანდარიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჩვენი ინფორმაციით არხის ახალ დირექტორად რეჟისორი ელდარ მდინარაძე ინიშნება, რომლიც 1990-2000- წლებში ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია მე- 9 არხის დირექტორი იყო.

2008 წლამდე კი ტელეკომპანია "მზეში" ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. ცნობისათვის, ელდარ მდინარაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ახლო მეგობარია.

ის ასევე არის პარლამენტის წევრის, ირაკლი ტრიპოლსკის და მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ნუგზარ ყიფიანის მეგობარი. მდინარაძე, ტრიპოლსკი და ყიფიანი ივანიშვილის მე 9-ე არხზე ერთად მუშაობდნენ.