"იმედის“ ახალი დირექტორი, ელდარ მდინარაძე თანამშრომლებს ხვდება
"იმედის“ ახალი დირექტორი, ელდარ მდინარაძე თანამშრომლებს ხვდება

A+ A-

16:12 16/05/2019

ამ წუთებში „იმედის“ ახალი დირექტორი ტელეკომპანიაში იმყოფება.

„2020NEWS“-ის ინფორმაციით ელდარ მდინარაძე თანამშრომლებს ხვდება. შეგახსენებთ, ტელეკომპანია "იმედის" დირექტორი გოგა კალანდარიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ელდარ მდინარაძე კი 1990-2000- წლებში ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია მე- 9 არხის დირექტორი იყო.

2008 წლამდე კი ტელეკომპანია "მზეში" ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. ცნობისათვის, ელდარ მდინარაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ახლო მეგობარია.

ის ასევე არის პარლამენტის წევრის ირაკლი ტრიპოლსკის და მცხეთა მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ნუგზარ ყიფიანის მეგობარი. მდინარაძე, ტრიპოლსკი და ყიფიანი ივანიშვილის მე 9-ე არხზე ერთად მუშაობდნენ.