“იმედი მაქვს, ჯიპებს და მილიარდიან ბიზნესებს არ ანაცვალებთ მომავალი თაობის გადარჩენის საქმეს“
“იმედი მაქვს, ჯიპებს და მილიარდიან ბიზნესებს არ ანაცვალებთ მომავალი თაობის გადარჩენის საქმეს“

A+ A-

17:50 16/05/2019

“იმედი მაქვს, ჯიპებს და მილიარდიან ბიზნესებს არ ანაცვალებთ მომავალი თაობის გადარჩენის საქმეს“,- „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტს წერილით მიმართავს.

შალვა ნათელაშვილი დეპუტატებს მიმართავს, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეთათვის ერთჯერადი უფასო კვება დაკანონდეს.

"მარტო გაეროს ოფიციალური სტატისტიკით 77 ათასი ბავშვი სიღატაკეში ცხოვრობს და შიმშილობს. რეალური მდგომარეობა ქვეყანაში კი უფრო მძიმე და ტრაგიკულია. ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც შიმშილობა-სიღატაკის გამო ბავშვები თავს იკლავენ, ან ლუკმის ძიებაში ხდებიან უბედურ შემთხვევათა მსხვერპლნი. ყველაფერ ამას სამართლებრივად თუ პოლიტიკურად ჰქვია მომავალი თაობის გენოციდი. დარწმუნებული ვარ, რომ არ გსურთ იყოთ გენოციდის გამგრძელებელი.

გთხოვთ, 2019 წლის 26 მაისამდე გვაცნობოთ, მხარს დაუჭერთ თუ არა საჯარო სკოლებში მოსწავლეთათვის ერთჯერადი, ბიუჯეტიდან დაფინანსებული სრულფასოვანი კვების დაკანონებას. იმედი მაქვს, რომ უმაღლეს ხელფასებს, ჯიპებს, პრემიებს და მილიარდიან ბიზნესებს, რაც სახელისუფლებო დეპუტატთა უმრავლესობას გაქვთ, არ ანაცვალებთ მომავალი თაობის გადარჩენის საქმეს", - ნათქვამია შალვა ნათელაშვილის წერილში.