2018 წელს ჩადენილ დანაშაულებს შორის ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული ლიდერობს
2018 წელს  ჩადენილ დანაშაულებს შორის ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული ლიდერობს

A+ A-

17:56 16/05/2019

2018 წელს  ჩადენილ დანაშაულებს შორის ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული ლიდერობს.

პროკურატურის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს სისხლისამართლებრივი დევნა 16 820 პირის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 6.5%-ით გაზრდილია.

პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წელს სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შემდეგ დანაშაულებზე - ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული.

კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნა ქურდობისთვის 4 023 პირის მიმართ დაიწყო, ოჯახში ძალადობისთვის 2720 პირის მიმართ, ნარკოდანაშაულისთვის კი, 2177 პირის მიმართ.