პრეზიდენტმა ესტონეთის დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო
პრეზიდენტმა ესტონეთის დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

A+ A-

18:09 16/05/2019

საქართველოს პრეზიდენტმა ტალინში ესტონეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი დაათვალიერა.

კომუნისტურ რეჟიმს 1940-1991 წლებში ესტონეთში მოსახლეობის მეხუთედი ემსხვერპლა - 75 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, დააპატიმრეს ან გადაასახლეს.

მემორიალი, რომელიც ტალინში გასულ წელს გაიხსნა ორი ნაწილისაგან შედგება - „მოგზაურობის კედელი“ (Wall of Journey) და „სახლის ბაღი“ (Home Garden).