"ზუგდიდში არჩევნების მეორე ტური აუცილებლად გაიმართება"
"ზუგდიდში არჩევნების მეორე ტური აუცილებლად გაიმართება"

A+ A-

18:34 16/05/2019

პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური აუცილებლად გაიმართება.

როგორც ძაბირაძემ "2020NEWS“- ს განუცხადა, აღნიშნულზე ამ რეგიონში ამომრჩეველთა განწყობა მიუთითებს.

„გუშინ ზუგდიდში ვიხილეთ ზვიად გამსახურდიას მეუღლე ქალბატონი მანანა არჩვაძე, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ამჟამად „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერების მაქსიმალურად მობილიზებასა  და მათ საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ცდილობს. წინასაარჩევნოდ ზუგდიდში ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ არჩევნების მეორე ტური აუცილებლად გაიმართება. ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ უპირატესობა კი ის არის, რომ ხელისუფლებაშია და გარკვეული რესურსების გამოყენების შესაძლებლობა აქვს“, - განაცხადა ძაბირაძემ.