"სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერად" - განმუხურში მასშტაბური შეხვედრა გაიმართა
"სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერად" - განმუხურში მასშტაბური შეხვედრა გაიმართა

A+ A-

19:25 16/05/2019

სანდრა რულოვსი და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა  განმუხურში  ამომრჩევლებთან მასშტაბური შეხვედრა გამართეს. 

მხარდამჭერებს სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს და არჩევნებში  გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ძვირფასო მეგობრებო, ზუგდიდმა უნდა აღიდგინოს თვითმმართველობა, რათა ქართველმა ხალხმა აღიდგინოს სახელმწიფოებრიობა. დაიბრუნეთ თქვენ თქვენი ქალაქი, დაიბრუნეთ თქვენ თქვენი რაიონი და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას, თავის სახელმწიფოს“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.  

ზუგდიდელებს 19 მაისს მერის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამაც. 

„19 მაისის მერის არჩევნებში, ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილის თავგასულობა საბოლოოდ დასრულდება და ის თქვენს ხმებს ვერ მოიპარავს. მთავარია თითოეული თქვენთაგანი დაირაზმოს და არჩევნების დღე, მშვიდად მისცეს ხმა იმ კანდიდატს, ვისაც მხარს უჭერს. ზუგდიდი მხარს უჭერს სანდრას“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.