ავარია ანაკლიაში – მანქანა სახლში შევარდა, დაშავებულია 7 ადამიანი
ავარია ანაკლიაში – მანქანა სახლში შევარდა, დაშავებულია 7 ადამიანი

A+ A-

19:40 16/05/2019

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული უკვე გადაყვანილია უახლოეს საავადმყოფოში, დანარჩენებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდებათ.

როგორც ცნობილია, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.