ბიძინა ივანიშვილის სახლთან ადვოკატები გახარიას და თადუმაძის გადადგომას მოითხოვენ
ბიძინა ივანიშვილის სახლთან ადვოკატები გახარიას და თადუმაძის გადადგომას მოითხოვენ

A+ A-

×

19:20 16/05/2019

16 წლის მოზარდის, თ.ა.-ს ადვოკატებმა ზაზა ხატიაშვილმა და ფრიდონ სიხუაშვილმა შუშის სასახლესთან საპროტესტო აქვია გამართეს. ადვოკატები შს მინისტრისა და გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, გაუპატიურების მცდელობის ფაქტი დამალა როგორც პოლიციამ, ისე პროკურატურამ.

ადვოკატების განცხადებით, დღეს საქართველოში ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს და სწორედ მან უნდა გაათავისუფლოს თანამდებობებიდან შს მინისტრი და გენერალური პროკურორი:

„დადგენილია, რომ ადამიანი აწამეს, უნდოდათ მისი გაუპატიურება, ეს საცოდავი უწევდა წინააღმდეგობას. პროკურორმა გიორგი ლობჟანიძემ გამოსცა დადგენილება, რომ 16 წლის მოზარდი ნაწამებია. ასეთი დადგენილება რომელიმე ხელისუფლების პირობებში გინახავთ? მოზარდი ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს.

მათგან ერთ-ერთი დააწინაურეს, გადაიყვანეს გარდაბნის პოლიციაში. ამბობს, რომ ყველას ამოცნობა შეუძლია. რატომ ამოვედით აქ? ამ საქმის დასრულებას სჭირდება ჩემი აზრით, აი ამ, მართლა უღირსი ადამიანის პოლიტიკური ნება. შსს და პროკურატურა, ამ კაცს ემსახურება“, - ამბობს უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს „2020NEWS“-ის პრესკლუბში ადვოკატებმა ზაზა ხატიაშვილმა და ფრიდონ სუხიაშვილმა მსხვერპლთან ერთად წამების დეტალებზე ისაუბრეს. "ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაიწყეს ადამიანების გაუპატიურების მცდელობა არასრულწლოვნებთან მიმართებაში. ეს ძალიან საგანგაშო ფაქტია.

თუ ხმა არ ამოვიღეთ, ეს ხელისუფლება მალე ყველას მიმართ დაიწყებს ძალადობას, ვინც მისთვის მისაღები არ იქნება, - განაცხადა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა "2020NEWS“-ის პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

შსს-ს ინფორმაციით ქურდობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი თ. ა. ბოლნისის პოლიციაში საშინლად წამების ფაქტზე გათავისუფლებულია 2 პოლიციელი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეს პროკურატურა იძიებს.