ბოდიში სექსისტური გამონათქვამების გამო - თაზო ფაცაცია თინა ბოკუჩავას ბოდიშს უხდის
ბოდიში სექსისტური გამონათქვამების გამო - თაზო ფაცაცია თინა ბოკუჩავას ბოდიშს უხდის

A+ A-

×

19:17 16/05/2019

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თინა ბოკუჩავას სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო ბოდიშს უხდის.

“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ჰქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას“, - ამ შინაარსის პოსტს იგი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

შეგახსენებთ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაციამ, დღეს დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე სექსისტური პოსტი დაწერა. მოგვიანებით ფაცაციამ პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ ის თინა ბოკუჩავას განათლებას შეეხო და არა პიროვნულ მახასიათებლებს.