მთავრობის კანცელარიასთან გეი პროპაგანდის წინააღმდეგ ღამისთევა იწყება
მთავრობის კანცელარიასთან გეი პროპაგანდის წინააღმდეგ ღამისთევა იწყება

A+ A-

×

19:49 16/05/2019

მთავრობის კანცელარიასთან კონსერვატიული საზოგადოების ინიციატივით გეი პროპაგანდის წინააღმდეგ აქცია იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც სამოქალაქო, ასევე სასულიერო პირები. როგორც ცნობილია მონაწილეები ღამის გათენებას და ლოცვას აპირებენ.

“ვიკრიბებით კანცელარიასთან, რათა არ დავუშვათ გეიპროპგანდა ჩვენს ქალაქში. კანცელარიის წინ იკრიბებიან სასულიერო პირები და ერის ხალხი, რომლებიც მთელი ღამე და ხვალინდელი დღეც იდგებიან აქ, რათა ბილწმა სოდომიტებმა ვერ გაბედონ შეკრება. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს, შეუძლია მობრძანდეს და შეუერთდეს ლოცვით დგომას.”- ნათქვამია ტექსტში.