"თურმე ექსპერტ-ტელეწამყვან ხუხაშვილს კაი ბიჭის სახელი მონდომებია"
"თურმე ექსპერტ-ტელეწამყვან ხუხაშვილს კაი ბიჭის სახელი მონდომებია"

A+ A-

×

20:00 16/05/2019

"საწყენია ჩემთვის საპატივსაცემო „ტვ პირველს“ და დიანა ტრაპაიძის გადაცემას როცა ასაკიანი პიონერები გვარამიას გადაცემას ამსგავსებენ" , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი წერს.

ნიკოლოზ მეტრეველი ექსპერტ-ტელეწამყვან გია ხუხაშვილს ეთერში უფრო მეტი კორექტულობისკენ მოუწოდებს.

"თურმე ორდიპლომიან ექსპერტ-ტელეწამყვანი ხუხაშვილი, მარტო ამ წოდებებით არ კმაყოფილდება, როგორც ვხედავ კაი ბიჭის სახელიც მონდომებია. მაგრამ, კაი ბიჭები თუ ქალაქში გაუვლია ბატონ გიას ეგრე არ უზრდელობენ. თუ ეს კაცი „მომავალზე“ (არა ბიზნეს-პოლიტიკურზე) ფიქრობს ძალიან დუგვიანდა. კაი ბიჭობას დიდი დრო და შესაბამისი ცხოვრების წესი სჭირდება.

მე, ხუხაშვილის არც დიპლომების და არც ექსპერტობის თუ ანალიტიკოსობის შეფასებას არ ვაპირებ. ერთს კი ვურჩევ, (თვითონ ფაქტია არ იცის ) ორ დიპლომიანებიც და მითუმეტეს კარგი ბიჭებიც არ უნდა უზრდელობდნენ. საწყენია ჩემთვის საპატივსაცემო „ტვ პირველს“ და დიანა ტრაპაიძის გადაცემას როცა ასაკიანი პიონერები გვარამიას გადაცემას ამსგავსებენ.

როდესაც ტელეწამყვან-ანალიტიკოსი და თანაც ორდიპლომიანი ხარ, ფაქტებით უნდა ილაპარაკო. ტელეგადაცემაში სტუმრად მიწვეული ზრდილობიანი კაცის შეურაცხყოფა კი თუ გინდა ისიც უნდა იცოდე მაგისთვის სხვა ადგილი არსებობს და სხვა „სპროსიც“."-წერს მეტრეველი.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ერთმანეთს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და ანალიტიკოსი გია აბაშიძე დაუპირისპირდნენ.

გია აბაშიძემ ხუხაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მსგავს რიტორიკაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ ხუხაშვილმა აბაშიძეს უთხრა, რომ ის ანალიტიკის სირცხვილი