ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 მოზარდიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 მოზარდიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

A+ A-

×

22:17 16/05/2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ემერჯენსის განყოფილების უფროსმა მაია ესებუამ განაცხადა, მოზარდი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგონა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებით, სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციო ბლოკშია გადაყვანილი, დანარჩენი ექვსი მოზარდის მდგომარეობა კი სტაბილურია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბოლო მონაცემებით, რვა მოზარდი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა.