"დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა"
"დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა"

A+ A-

×

22:28 16/05/2019

კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისი“ ისანში, დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის“ ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან, დოდაშვილის ქუჩიდან შემოვიდა შეტყობინება გაზის ძლიერ სუნთან დაკავშირებით. მ​ოქალაქის განცხადებით, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კორპუსს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. ადგილზე მისული სწრაფი რეაგირების ჯგუფის მიერ აღნიშნული კორპუსის შემოწმებისას ბუნებრივი გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა თხევადი გაზი. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ მოსახლეობას გამოჩენილი სიფრთხილისთვის მადლობას უხდის“,- აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.