"თუ ბრექსითიზე კენჭისყრა კვლავ ჩავარდება, გადავდგები"
"თუ ბრექსითიზე კენჭისყრა კვლავ ჩავარდება, გადავდგები"

A+ A-

10:17 17/05/2019

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი პირობას დებს, რომ ბრექსითის საკითხზე რიგით მეოთხე კენჭისყრის შემდეგ, მთავრობის ახალი მეთაურის ასარჩევად თარიღს დაასახელებს. შეთანხმება პრემიერსა და კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის შედგა.

იმ შემთხვევაში, თუ ივნისის დასაწყისში თემთა პალატაში ჩანიშნულ კენჭისყრაზე ტერეზა მეის გეგმა კვლავ ჩავარდება, როგორც „ბიბისის“ საკუთარი წყარო ატყობინებს, პრემიერი თანამდებობას დაუყოვნებლივ დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეის მიერ შეთავაზებული „ბრექსითის“ გეგმა ბრიტანეთის პარლამენტმა 3-ჯერ უარყო.