"ლევან ვასაძე პოლიტიკაში დიდ წარმატებას მიაღწევს"
"ლევან ვასაძე პოლიტიკაში დიდ წარმატებას მიაღწევს"

A+ A-

16:23 17/05/2019

ქართველი ბიზნესმენს და საზოგადო მოღვაწეს ლევან ვასაძეს პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში წარმატების დიდი შანსი ექნება. ამის შესახებ "2020NEWS“-ს ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განუცხადა. ასტროლოგი ბიზნესმენს ურჩევს, ხმამაღალი და ხმაურიანი განცხადებებისგან ქმედებაზე გადავიდეს.

"ლევან ვასაძე 1970 წლის 20 დეკემბერს არის დაბადებული, ე.ი. ძაღლის წელიწადში დაბადებული მშვილდოსანია. მისი დოქტრინა ვიცი, ოჯახის წინა პლანზე წამოწევა და ლიბერალიზმის უკანა პლანზე გადაწევაა. მაგრამ მისთვის უკეთესი იქნება, თუ სკანდალური გამოთქმებისგან თავს შეიკავებს. მე მას დიდი ხანია ვეუბნები, რომ პოლიტიკაში უნდა მოვიდეს. წელს საუკეთესო პერიოდია ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

იმიტომ რომ მშვილდოსნებს საუკეთესო პერიოდი აქვთ. მან შეიძლება, დიდ წარმატებებს მიაღწიოს. მშვილდოსნები ქართულ პოლიტიკაში ბევრი გვყავს: მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ალასანია, ნიკა მელია, მამუკა მდინარაძე. ყველა მათგანს აქვს წარმატების შანსი, მაგრამ ლევან ვასაძე რადგან ძაღლის წელშია დაბადებული, შანსები ყველაზე კარგი აქვს. ლევან ვასაძის აზრები თანხვედრაშია საზოგადოების დიდი ნაწილის აზრებთან. ჩვენ დავინახეთ, რომ ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალა აუცილებელია.

ამ შემთხვევაში, დავით მაღრაძის პოლიტიკური მოძრაობა, რაღაც ხმებს აიღებს თავის თავზე, მაგრამ ის არ იქნება საკმარისი, ამიტომ საჭიროა მესამე ისეთი ძალა, თუნდაც ლევან ვასაძის, რომელიც რეალურად შეძლებს საზოგადოების ხმების მიღებას. მაგრამ ამისთვის ფეისბუქზე ვიდეომიმართვებით არ უნდა შემოიფარგლოს და კონკრეტულ მოქმედებებზე უნდა გადავიდეს. მაგრამ რადიკალური განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს.

გასაგებია, რომ ოჯახის სიწმინდე მთავარია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სხვა ჩავქოლოთ. ლევან ვასაძის წარმატების ძალიან მაღალი შანსი ექნება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სიტყვიდან საქმეზე გადავა. პარტია უნდა ჩამოაყალიბოს“, - განაცხადა ცაგარელმა.