სოფელ ლეჩურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
სოფელ ლეჩურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

A+ A-

21:53 18/05/2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიაზე 80 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილი შემთხვევითმა გამვლელებმა იპოვეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.