ჭიათურაში, სვერის 43-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა
ჭიათურაში, სვერის 43-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

A+ A-

10:11 19/05/2019

ჭიათურაში, სვერის 43-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა,როგორც ცნობილია დამოუკიდებელი კანდიდატის დავით ჭუმბურიძის საარჩევნო შტაბში წარმომადგენელს უბანზე ვიდეოგადაღების შესაძლებლობა არ მიეცა, რასაც უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელს შორის კამათი მოჰყვა. დაზიანდა კამერის შტატივი.

დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელის თქმით, ინციდენტზე საჩივრის დაწერას აპირებს.

საოლქო კომისიის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის საჩივარი უბანზე არ არის დაწერილი და საოლქო ვითარებაში გაერკვევა.

"კამერა რისგან დაზიანდა, ამის თქმა გამიჭირდება. ვესაუბრე 43-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს და როგორც მან მომაწოდა ინფორმაცია, არავის დაუშლია ვიდეოგადაღება. თუმცა გარკვეული შელაპარაკება იქ მოხდა. კამერა იყო შეერთებული დენის წყაროში და ამის მერე რა მოხდა, ძნელია ამის თქმა. კამერა არაა დაზიანებული, დაზიანებულია კამერის სადგამი. როგორც თავად ამბობენ, საჩივარს დაწერენ და ამის შემდეგ დეტალურად გავერკვევით”,- განაცხადა #56 ოლქის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძემ.

ჭიათურაში დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება.