ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა
ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა

A+ A-

10:18 19/05/2019

ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ორ მოქალაქეს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

მოქალაქეებს შორის კამათის მიზეზი საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურისას რიგითობის დაცვა გახდა.

"საარჩევნო უბანზე 06:30 საათზე ვიყავი მოსული, მეორე ამომრჩეველი 07:30 საათზე მოვიდა და მეჩხუბა. რატომ უნდა მეჩხუბოს? – პირველი რომ მოვედი, ყველა მხედავდა. მე უნდა შევსულიყავი, ის გამექცა და ვიჩხუბე“, – აღნიშნა ამომრჩეველმა, რომელიც რიგითობის დაცვას ითხოვდა და ამ მიზნით მეორე ამომრჩეველს დაუპირისპირდა.