ლანჩხუთის “გურიის“ ფეხბურთელებიც დააკავეს
ლანჩხუთის “გურიის“ ფეხბურთელებიც დააკავეს

A+ A-

12:48 20/05/2019

ბათუმში “ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელების დაკავების შემდეგ, ლანჩხუთის “გურიის“ ფეხბურთელები მეკარე რობერტ იმერლიშვილი და მცველი ირაკლი ბაჯელიძე დააკავეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სულ დაკავებულია სხვადასხვა კლუბების 8 მოთამაშე.

ოფიციალური განცხადება სახელმწიფოს, ფეხბურთის ფედერაციის ან კლუბების მირ ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, გუშინ ბათუმის “დინამოსთან“ თამაშის შემდეგ, “ვიტ ჯორჯიას“ მოთამაშეები დააკავეს. მათ გარიგებულ თამაშებში მონაწილეობა ბრალდებათ. ინფორმაცია ორივე გუნდის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

თვითმხილველების ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმართა გუნდის გასახდელში სამართალდამცველები შევიდნენ და "ვიტ ჯორჯიას“ ხუთი მოთამაშე დააკავეს: გუნდის კაპიტანი და მეკარე ჯონი შეროზია, მცველები გიორგი გეთიაშვილი და ნოდარ კიკნაველიძე, ასევე ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე და თავდამსხმელი პაატა ღუდუშაური.

გავრცელებული ვერსიით, მათი დაკავების მიზეზი ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობა გახდა. თუმცა არის ვერსია, რომ შეკითხვები "რუსთავთან“ "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მატჩის შემდეგ გაჩნდა, რომელსაც "ვიტ ჯორჯია“ 2:0-ს იგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე გაშვებული სამი გოლით 2:3 დამარცხდა.