სანდრა რულოვსს რომ გაემარჯვა, შეიძლება სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოშლილიყო - ლევან გოგიჩაიშვილი
სანდრა რულოვსს რომ გაემარჯვა, შეიძლება სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოშლილიყო - ლევან გოგიჩაიშვილი

A+ A-

17:23 20/05/2019

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, ზუგდიდის შუალედურ არჩევნებში სანდრა რულოვსს რომ გაემარჯვა, დღეს შეიძლება სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოშლილიყო.

"იმდენად დემორალიზებულები არიან და იმდენად სუსტია უკვე სახელისუფლებო ვერტიკალი, რომ დღეს თუ სახეს ინარჩუნებენ და თავზე არ გვენგრევა ეს ქვეყანა, "ქართულ ოცნებაში“ დარჩენილი პასუხისმგებლიანი დეპუტატების დამსახურებაცაა.

მათი კი არა, წინა პლანზე რომ არიან კომკავშირის სახეები, არამედ იმ ადამიანების, ვინც იაზრებენ, რომ "ქართული ოცნების“ დატოვებამ შეიძლება ჩამოშალოს და საერთოდ დაგვაკარგვინოს ქვეყანა. ისინი კი, ვინც წამოვედით "ქართული ოცნებიდან“, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროვოკაციულმა ჯგუფებმა პოლიტიკური დღის წესრიგი არ შექმნან და რაღაცნაირად ქვეყანა 2020 წლის არჩევნებამდე მივიყვანოთ.

იგივეს აკეთებენ სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ არიან, მაგრამ მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნება აქვთ“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა “2020NEWS”-თან საუბრისას.