ლარი კვლავ გაუფასურდა
ლარი კვლავ გაუფასურდა

A+ A-

17:30 20/05/2019

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7470 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7424  ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.46 თეთრით გაუფასურდა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0643 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0630  ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 21 მაისიდან შევა ძალაში