ვინ აჭმევს ბაღებში ბავშვებს? - ახალი ტენდერი ზაფხულამდე არ გამოცხადდება
ვინ აჭმევს ბაღებში ბავშვებს? - ახალი ტენდერი ზაფხულამდე არ გამოცხადდება

A+ A-

17:36 20/05/2019

საბავშვო ბაღებში საკვების მონიტორინგი ჩვეულებრივად გაგრძელდება და "ნილთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულება ბაღების პროდუქტებით მომარაგებას არ შეაფერხებს, - განუცხადეს "2020NEWS“-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ზაფხულში აუცილებლად ჩატარდება ტენდერი, იმ კომპანიის გამოსავლენად ვინც, ბაღებს მოამარაგებს. მანამდე კი ბაღები საკვებს თავად შეიძენენ. "ბაღებს "ნილთან“ ჰქონდათ ხელშეკრულებები გაფორმებული, უბრალოდ ახლა სხვა კომპანიებთან გააფორმებენ.

ბაღები თვითონ გადაწყვეტენ, რომელი კომპანია მოამარაგებს მათ. კომპანიებმა კი, თავის მხრივ, უნდა წარმოადგინონ ხარისხის სერთიფიკატი. ერთიანი ტენდერის მოწყობა ახლა ვერ ესწრება. ვიდრე ეს მოხდება, ბაღები თავისით უზრუნველყოფენ პროდუქტით მომარაგებას.

ბაღებში ჩვეულებრივ შევა პროდუქტი და მომზადდება საკვები და საკვების მონიტორინგი ჩვეულებრივად გაგრძელდება. კვების და ხარისხის კონტროლი ჩვეულებრივად გაგრძელდება. ჩვენ არ ვართ პესიმისტურად განწყობილი და თან სტაფიც ძალიან მაგარი გვყავს სამზარეულოში და პრობლემა წესით არ უნდა იყოს.

თბილისში 180 ბაღია, ყველა მათგანს ჰყავს მნე, ანუ სამეურნეო ნაწილის კოორდინატორები, რომლებიც კვებაზე არიან პასუხისმგებლები“, - განმარტავენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ ბაღების მომმარაგებელ კომპანია "ნილთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა.