კალაძემ 60 000 ბავშვი კვების გარეშე დატოვა - ხაბეიშვილი
კალაძემ 60 000 ბავშვი კვების გარეშე დატოვა - ხაბეიშვილი

A+ A-

17:40 20/05/2019

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 60 000 ბავშვი კვების გარეშე დატოვა.

"ამასობაში კალამ 60 000 ბავშვი კვების გარეშე დატოვა! არადა, როცა ვაფრთხილებდი, მაშინ "დიდკაცობდა" - მაგან რა იცისო, იტყუებაო. ფაქტი სახეზეა“, - წერს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტით მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა.

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კომპანია "ნილი" ბაღებს უხარისხო საკვებს აწვდიდა და ისიც დაგვიანებით.

ახალი კომპანიის გამოვლენამდე კი ბაგა-ბაღებმა საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე თავად უნდა იზრუნონ.