"ჩაო" - თორნიკე რიჟვაძე ნაცმოძრაობას ემშვიდობება (ვიდეო)
"ჩაო" - თორნიკე რიჟვაძე ნაცმოძრაობას ემშვიდობება (ვიდეო)

A+ A-

17:49 20/05/2019

უკვე დამშვიდობების დროა, ჩაო - ასე ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას.

“ხულოში შემოსასვლელში არის ძალიან ლამაზი სოფელი - ჩაო. ჩაო ნიშნავს, როგორც გამარჯობას, ასევე დამშვიდობებას. იმ დესანტს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” აქ გადმოსხა და გარკვეული ილუზიები შეუქმნა, მათ შორის მათ პარტიულ ხელმძღვანელებსაც, რომ აქ ნდობის მოპოვებას შეძლებდნენ, ახლა ის დროა, ჩაიარონ ამ სოფელში, ახლა უკვე დამშვიდობების დროა”, -აცხადებს თორნიკე რიჯვაძე.