ხედავ, რა ქნა გახარიამ? - რატომ დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა შუაღამისას კახი კალაძეს?
ხედავ, რა ქნა გახარიამ? - რატომ დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა შუაღამისას კახი კალაძეს?

A+ A-

18:32 20/05/2019

ზუგდიდის არჩევნების შედეგებით "ქართული ოცნების" ლიდერი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილია, თბილისის არჩევნების შედეგებით კი - არა.

როგორც "2020NEWS"-თვის ივანიშვილთან დაახლოებული პირისგან გახდა ცნობილი, შედეგების გამოცხადების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა კახა კალაძეს დაურეკა.

"ხედავ, რა ქნა გახარიამ? - უთხრა ივანიშვილმა კალაძეს და მთაწმინდის შედეგების გამო "დაამშვიდა": სადღაც მეორე ტური მაინც დაგვჭირდებოდა, ეგეც საჭირო იყოო და მიანიშნა, ვერ იყოჩაღეო", - აცხადებს "2020NEWS"-ის ინფორმირებული წყარო.

ცნობისათვის, "ქართულმა ოცნებამ" დაძაბულ საარჩევნო ორთაბრძოლაში "ნაციონალური მოძრაობის" ფავორიტი, ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი დაამარცხა.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტური დაინიშნა, რადგან მმართველი პარტიის პოლიტიკურმა ფალავანმა მხოლოდ 41%-ის მოგროვება შეძლო.

შესაბამისად, მთაწმინდაზე მეორე ტურში ერთმანეთს ლადო კახაძე და შალვა შალვა შავგულიზე დაუპირისპირდებიან.