31 მაისს პარლამენტში მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოს და თამარ ჟვანიას მოუსმენენ
31 მაისს პარლამენტში მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოს და თამარ ჟვანიას მოუსმენენ

A+ A-

19:51 20/05/2019

31 მაისს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას მოუსმენენ.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა. პრემიერს პასუხების გაცემა მოუწევს დაგროვებითი პენსიის საკითხზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დაზუსტების საკითხზე, ახალ საბანკო რეგულაციებზე, „თიბისი“ ბანკის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე, ასევე ფრაქციის კითხვები ეხება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გადახდილი შრომის ანაზღაურების მოცულობისა და დასაქმებული პირების რიცხოვნობას.

თამარ ჟვანია პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბარებით მოდის, რომელიც პარტიის მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შემდეგ შეკითხვას უპასუხებს: „რა რეაგირებას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე“.

რაც შეეხება დავით სერგეენკოს, ის პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დაიბარა. მას სოციალური დახმარების განაწილების პრინციპთან დაკავშირებით მოუწევს კითხვაზე პასუხის გაცემა. ასევე მინისტრი ისაუბრებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხზე.