"ახლა უნდა წავიდეთ წინ და მოდი ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ"
"ახლა უნდა წავიდეთ წინ და მოდი ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ"

A+ A-

21:44 20/05/2019

"ერთი ერთზე ჰგავს ივანიშვილი აბაშიძეს, პრაქტიკულად მან დაამყარა ასლანიზმი საქართველოს მასშტაბით", - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"ივანიშვილმა გუშინ რეალურად დიდი დარტყმა მიიღო. ეს იცით რას მახსენებს ისტორიულად?- 2004 წლის მარტში საქართველოში ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები. მაშინ მე ვიყავი ახალარჩეული პრეზიდენტი, ძალიან პოპულარული, მათ შორის აჭარაშიც ძალიან პოპულარული. და, რა მოხდა?! - აჭარაში, სადაც ჩავიყვანეთ მრავალი ათასი დამკვირვებელი, სახელისუფლებო ბერკეტების ნაწილი იყო ჩვენს ხელში, ასლან აბაშიძემ მოგვიგო არჩევნები, ჩაიწერა ისეთივე მოგება, როგორიც დაახლოებით ივანიშვილმა ჩაიწერა გუშინ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. ზუსტად ორ თვეში გამოვიდა იქ ხალხი და აბაშიძე დაამხო. აი, ეს არის ისტორიის გაკვეთილები. ერთი ერთზე ჰგავს ივანიშვილი აბაშიძეს. პრაქტიკულად მან დაამყარა ასლანიზმი საქართველოს მასშტაბით", - აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ახლა გამარჯვება ძალიან ახლოსაა და დანებებაზე ფიქრის დრო არ არის.

"გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ამას ვამბობ ადამიანი, ვისაც აქვს გამარჯვების გამოცდილებაც და მარცხის გამოცდილებაც. ვგრძნობ, რომ ახლოს არის გამარჯვება. ამიტომ ახლა საჭიროა ენერგიული მოქმედება, ახლა გაჩერების დრო არ არის.  ახლა ერთი წამით არ არის ხელების ჩამოშვების დრო და საერთოდ დანებებაზე ფიქრის დროც კი. ახლა უნდა წავიდეთ წინ და მოდი ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ. თუ ვინმეს შეუძლია ჩვენზე წინ უფრო სწრაფად წასვლა წავიდეს ის და გავყვებით ჩვენ, თუ არ უნდა ჯერ წინ წასვლა ჩვენ ნუ შეგვიშლიან ხელს, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.

ერთ რამეში ვეთანხმები სანდრას - ახლა მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ შეტევა, შეტევა შუშის სასახლეზე, სანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა არ მოშორდება საქართველოს, არჩევნების ჩატარება ნორმალურად არ გამოვა და რა თქმა უნდა, ხელისუფლება საბოლოოდ უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, მაგრამ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს ივანიშვილის სისტემის მორყევა, იმიტომ რომ ჩრდილოვან სისტემაში არაფორმალურ სისტემაში,ფორმალურად, ვერ ჩაატარებს სწორად არჩევნებს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.