რუსთავის კულტურის პარკში ახალგაზრდა ქალზე სექსუალური ძალადობა სცადეს
რუსთავის კულტურის პარკში ახალგაზრდა ქალზე სექსუალური ძალადობა სცადეს

A+ A-

23:37 20/05/2019

რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში 31 წლის ქალზე უცნობმა მამაკაცმა სექსუალური ძალადობა სცადა.

ქალის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, შემოვლაზე მყოფმა პარკის დაცვის თანამშრომელმა გაიგო და მისი გადარჩენა მოახერხა. მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

ქალი კი, რომელსაც სახისა და ხელის არეში მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა, სამართალდამცველებმა გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

გამოძიება 19-137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.