"უაღრესად რთულია გადაიტანო ეს კრიზისი, მაგრამ არ გავტყდებით, არც ხელებს ჩამოვუშვებთ"
"უაღრესად რთულია გადაიტანო  ეს კრიზისი, მაგრამ არ გავტყდებით, არც ხელებს ჩამოვუშვებთ"

A+ A-

00:29 21/05/2019

საფეხბურთო კლუბი "ვიტ ჯორჯია" ფებურთელების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ძალიან ცუდი ამბავია ჩვენს თავს - ვიტ ჯორჯიას  ხუთი  ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. საქმე ეხება საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტს.
 
22 წელია, რაც ქართულ ფეხბურთში ვართ  - არ არის მოკლე დრო. მწარე წაგებებიც გვახსოვს, ტკივილიც, იმედგაცრუებაც, მაგრამ ასეთი დიდი დარტყმა არასდროს მიგვიღია, დარტყმა, რომელიც ლახავს ჩვენი კლუბის ღირსებას და აზიანებს მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელს.
 
უაღრესად რთულია გადაიტანო  ეს კრიზისი, მაგრამ არ გავტყდებით, არც ხელებს ჩამოვუშვებთ, რადგან ჩვენი დანებება გააძლიერებს იმ ბნელ ძალებს, რომლებიც მავნე მღრღნელებივით ცდილობენ შეესიონ ქართულ ფეხბურთს და იქ დამკვიდრდნენ.
 
ბევრი რამ სრულიად ნათელია, თუმცა მოუთმენლად ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომლის შემდეგაც გვექნება მკაფიო სურათი და მოგვეცემა მეტის თქმის საშუალება.
 
მკაცრად ვემიჯნებით  ასეთ ფაქტებს და მათ აღმოსაფხვრელად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან  და  სხვა  ორგანოებთან.
 
ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოდიშს ვუხდით ქართული ფეხბურთის მესვეურებს, გულშემატკივრებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას", - აღნიშნულია განცხადებაში.