აფხაზეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დაიწყება
აფხაზეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დაიწყება

A+ A-

18:01 21/05/2019

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადადების მოხოვნით განაგრძობს.

ამჯერად სოხუმში მათ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებიც დააანონსეს.

20 მაისს გვიან ღამით, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან და გაგრის რაიონის სოფელ ბზიფთან გადაკეთეს გზები, თუმცა ამ დროისათვის ისინი გახსნილია.

აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური ბლოკის კანდიდატი ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.

მათი განცხადებით, ასლან ბჟანია, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მოწამლეს და ამას ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზი, რომლის შედეგად ბჟანიას სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობა გამოვლინდა.

ასლან ბჟანიას მხარდამჭერები ამჟამინდელ ე.წ. ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ისინი რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც მოითხოვენ.