მუცოს რეაბილიტაციის პროექტი “ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს მფლობელი გახდა
მუცოს რეაბილიტაციის პროექტი “ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს მფლობელი გახდა

A+ A-

18:25 21/05/2019

მუცოს რეაბილიტაციის პროექტი ევროპული მემკვიდრეობის პრიზის “ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს მფლობელი გახდა.

“ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს მფლობელი წელს 16 ქვეყნის 25 ლაურეატი გახდა. კონკურსში 150-მდე პროექტი მონაწილეობდა.

გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია პარიზში 29 ოქტომბერს გაიმართება.

"ჩვენთვის ეს უაღრესად სასიხარულო და მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, აღიარების თვალსაზრისით იმ სამუშაოების, რომლებიც ჩატარებული იყო წარმოუდგენლად რთულ კლიმატურ პირობებში, ძალიან რთულ რელიეფზე და მეორე მხრივ, ეს გახლავთ აღიარება იმ კულტურული მემკვიდრეობის, კიდევ ერთი მაგალითი კულტურული მემკვიდრეობის აღიარების, რომელსაც, ასე ვთქვათ, პანევროპული მნიშვნელობა და ღირებულება ენიჭება სწორედ აი, ამ ჯილდოთი,“ - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ.