მაღაროელებმა მარგანეცით დატვირთულ სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს
მაღაროელებმა მარგანეცით დატვირთულ სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს

A+ A-

18:30 22/05/2019

გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურის შესასვლელში მანგანუმით დატვირთული სატვირთო მანქანები გააჩერეს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. მანქანები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა გააჩერეს, „ჯორჯია მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკუთვნის.
ჭიათურაში მაღაროელები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას აგრძელებს.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, უკანონო გაფიცვის მონაწილედ მიიჩნევა.