ფინანსთა სამინისტრო უმსხვილესი ბრუნვის მქონე 50 სახელმწიფო კომპანიის რეიტინგს აქვეყნებს
ფინანსთა სამინისტრო უმსხვილესი ბრუნვის მქონე 50  სახელმწიფო კომპანიის  რეიტინგს აქვეყნებს

A+ A-

14:39 23/05/2019

ფინანსთა სამინისტრო უმსხვილესი ბრუნვის მქონე 50  სახელმწიფო კომპანიის  რეიტინგი გამოაქვეყნა.

კომპანიების რეიტინგი მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტზე დაყრდნობით, რაც 2019 წლის ბიუჯეტის ნაწილს წარმოადგენს.

რეიტინგში პირველ ადგილს  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია იკავებს რომლის  წლიური ბრუნვა 534,546,870 ლარია.

შემდგომ მას მოჰყვებიან ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი წლიური ბრუნვით  501,732,236 ლარი და საქართველოს რკინიგზა  388,191,807 ლარის წლიური ბრუნვით.

50 სახელმწიფო კომპანიის რეიტინგში მოხვდნენ ასევე: საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, წლიური ბრუნვა 182,688,443 ლარი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია წლიური ბრუნვა 131,878,175 ლარი.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა  წლიური ბრუნვა  110,413,707 ლარი.
საქართველოს ფოსტა  წლიური ბრუნვა 87,496,925 ლარი.
საქაერონავიგაცია  წლიური ბრუნვა 77,847,647ლარი.
თბილსერვის ჯგუფი  წლიური ბრუნვა 70,094,163 ლარი.
შპს ენგურჰესი  წლიური ბრუნვა  54,168,637 ლარი.

რეიტინგში რიცხვები მოცემულია იმ სახით, რა სახითაც ის ფისკალური რისკების ანალიზშია წარდგენილი.