ლარი მკვეთრად გაუფასურდა
ლარი მკვეთრად გაუფასურდა

A+ A-

16:51 23/05/2019

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7799 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა  და მისმა ღირებულებამ 2.7799 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7756 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.43 თეთრით გაუფასურდა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0954 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1001 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.47 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4531 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5160 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 მაისიდან შევა ძალაში.