ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დღეიდან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დღეიდან  ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

A+ A-

11:50 24/05/2019

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დღეიდან, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტს ინფორმაციით, მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხების მიზეზი ოკუპირებული რეგიონის სკოლებში გამოსაშვებ ღონისძიებებთან დაკავშირებით უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები გახდა.

გამშვები პუნქტების მუშაობა 26-ს მაისს, 06:00 საათიდან აღდგება.