"პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს"
"პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს"

A+ A-

12:11 24/05/2019

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა შეეხოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი ამავე დროს შრომის უსაფრთხოების საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული.

"პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული,"-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. ისინი "ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვდნენ.

17 მაისს აქციის მონაწილეებს "ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველთან ერთად, მთავრობის წევრები - კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძეც შეხვდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. როგორც ნიკოლოზ ჩიქოვანმა „2020NEWS"-თან განაცხადა, დღევანდელ პირობებში მაღაროელებისთვის ხელფასის 50%-ით მომატება წარმოუდგენელია, რის საფუძველზეც ჭიათურის მაღაროს მუშებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს, რის შემდეგაც აქცია უფრო მაშტაბური გახდა, გაფიცულებს მოსახლეობაც შეუერთდათ და მათ ქალაქის შესასვლელში კარავი გაშალეს, ისინი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის“ მანქანებს გზაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ჭიათურის მაღარომ მუშაობა დროებით შეაჩერა. “ჯორჯიან მანგანეზი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

რამდენიმე გაფიცულმა მაღაროელმა პროესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა, დღეს კი გაფიცულებს ტაქსის მძღოლები და ავტობუსის მძღოლებიც შეუერთდნენ