"გადავავლოთ თვალი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ბოლო 5 თვეა, დოლარი გლობალურად მყარდება"
"გადავავლოთ თვალი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ბოლო 5 თვეა, დოლარი გლობალურად მყარდება"

A+ A-

12:29 24/05/2019

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვალუტის ვარდნას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს და აცხადებს, რომ დოლარი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, გლობალურად მყარდება.

"არასწორი ანალიზი კეთდება. შეგვიძლია ვნახოთ 2007-2008 წლებში უფრო მაღალი ინფლაცია იყო, უფრო ზუსტად 12%, თუმცა გაცვლით კურსთან ლარი იყო მყარი.

გადავავლოთ თვალი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ბოლო 5 თვეა, დოლარი გლობალურად მყარდება", - აცხადებს გვენეტაძე. ცნობისთვის, ლარი საგრძნობლად გაუფასურდა და ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.7799 ლარია.