"მაღალი ალბათობით, პარტნიორთა კრებაზე ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილება"
"მაღალი ალბათობით, პარტნიორთა კრებაზე ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილება"

A+ A-

13:16 24/05/2019

ხვალ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორ ნიკა გვარამიას საქმიანობას ჩამოაშორებენ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.

როგორც აბაშიძე აცხადებს, თუ კი გვარამიას ფულის გათეთრების ბრალდება დაუმტკიცდება, მძიმე სასჯელი ელის. მისი თქმით, გვარამიას მიზანია, დაცლილი ტელევიზია ქიბარ ხალვაშსს ჩააბაროს.

"როგორც შევიტყვე, ხვალ, 25 მაისს, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა კრებაა დაგეგმილი. ცნობილია, რომ ტელეკომპანიის 9 %-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ბრალდებები ნიკა გვარამიას მიერ ფულის გათეთრებას უკავშირდება.

არსებული კანონმდებლობით კი, ეს, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

ასევე ცნობილია, რომ თუ ასეთ საქმეზე გენდირექტორს დაემუქრა ციხე, დღის წესრიგში დგება კომპანიის მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხიც... მაღალი ალბათობით, პარტნიორთა კრებაზე ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილება.

შესაძლოა, ტელეკომპანიის მფლობელები მას გაემიჯნონ. ანუ დადგება შეკითხვა - განეშორები გვარამიასა? პასუხად, სავარაუდოდ - განვეშორები! და სამჯერ თანდაყოლილი "ფუი ეშმაკს!" ექს-პროკურორმა გვარამიამ მშვენივრად იცის თუ რამდენად მძიმეა სასჯელი ფულის გათეთრებაზე თუკი ბრალდება დამტკიცდა.

რატომ ჩაიდინა ეს? მიზეზი მარტივია - ამოცანაა ფინანსებისაგან დაცლილი ტელეკომპანია ადრე თუ გვიან დახვდეს ქიბარ ხალვაშს... დაველოდოთ ხვალინდელ სავარაუდო 'განვეშორების' შეძახილს "ერორის" პარტნიორთა კრებაზე...“ - წერს აბაშიძე.