ლარი ვარდნას კვლავ განაგრძობს
ლარი ვარდნას კვლავ განაგრძობს

A+ A-

17:58 24/05/2019

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება2.7802 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა  და მისმა ღირებულებამ 2.7802 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7799 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გაუფასურდა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1102 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0954 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.48 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4580 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5275 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 მაისიდან შევა ძალაში.