"რატო უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე კიდიათ და საკუთარი ხმა უნიტაზში გადაუძახეს?"
"რატო უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე კიდიათ და საკუთარი ხმა უნიტაზში გადაუძახეს?"

A+ A-

16:31 25/05/2019

რატომ უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე კიდიათ - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტს.

როგორც გვარამია წერს, ჭიათურაზე იმან უნდა იზრუნოს და ის წუხდეს, ვისაც საკუთარი ერთადერთ ნდობის მანდატი გადასცა ქალაქის მოსახლეობამ.

“აი, მითხარით ახლა, ეს პარადოქსია, თუ ეროვნეული უბედურება: სამი დღის წინ, არჩევნებში, ჭიათურის 65% ხმა მისცა ქოცებს. და დღეს, იმავე ჭიათურაში, ყველაფერი გაჩერებულია, მოსახლეობა (აი ის 65%) მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფიცვაა.

და ჩვენ რატო უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე კიდიათ და საკუთარი ხმა უნიტაზში გადაუძახეს? შარშან ხო არ მომხდარა? აგერ, სამი დღის წინ, მაშინაც გაფიცული რომ იყვნენ. მეტიც, გაფიცვიდან ავტობუსებით წაიყვანეს და 41 შემოახაზინეს.

ხოდა, იმან იზრუნოს და ის წუხდეს, ვისაც საკუთარი ერთადერთ ნდობის მანდატი გადასცეს, ჩვენ რა შუაში ვართ?", – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. ისინი "ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვდნენ.

17 მაისს აქციის მონაწილეებს "ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველთან ერთად, მთავრობის წევრები - კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძეც შეხვდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რის შემდეგაც აქცია უფრო მაშტაბური გახდა, გაფიცულებს მოსახლეობაც შეუერთდათ და მათ ქალაქის შესასვლელში კარავი გაშალეს, მეეცხრე დღეა გაფიცულთა მუშების ნაწილი შიმშილობს, რამდენიმე მათგანმა პირი ამოიკერა,  ისინი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის“ მანქანებს გზაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ჭიათურის მაღაროს მუშაობა დროებით შეაჩერებულია.