ჭიათურაში მოშიმშილე მუშა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაჰყავთ
ჭიათურაში მოშიმშილე მუშა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაჰყავთ

A+ A-

13:18 26/05/2019

ჭიათურაში მოშიმშილე მუშა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაჰყავთ - ამის შესახებ „2020NEWS-ს“ აქციის მონაწილეებმა განუცხადეს.

ექიმის თქმით, მას სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და მდგრადობის დარღვევა აღენიშნებოდა. ამჟამად მოშიმშილეს შესაბამისი მკურნობა უტარდება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც სააგენტოსთან საუბარში მაღაროელებმა განაცხადეს, აქციას კვლავ აგრძელებენ და დაშლას არ აპირებენ.

ცნობისთვის, ჭიათურაში უკვე მეათე დღეა, გაფიცული მაღაოელები შიმშილობენ, რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა.

შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო.

ისინი "ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვენ.