“ამერიკელები ვერ მოსთხოვენ ივანიშვილს, რომ ხელისუფლება “ევროპულ საქართველოს” გადააბაროს”
“ამერიკელები ვერ მოსთხოვენ ივანიშვილს, რომ ხელისუფლება “ევროპულ საქართველოს” გადააბაროს”

A+ A-

15:13 26/05/2019

ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს.

– აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ ივანიშვილს აიძულებს, გადასცეს ძალაუფლება ბოკერიას “ევროპულ საქართველოს”.

– ეს არის აბსურდი, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება. რუსული პოლიტტექნოლოგიები მოიცავს კამუფლაჟის მეთოდებს. იმისათვის, რომ თავიანთი გეგმები თვალშისაცემი არ იყოს, რუსები ზღაპრებს თხზავენ და აქაურ კრეატურას ავრცელებინებენ.

“ევროპული საქართველო”-ს პროდასავლურ პარტიად გამოცხადება ერთ-ერთი რუსული მონაჭორია. ამ სიცრუით საქართველოს არაინფორმირებულ ნაწილს აბრუებენ. აშშ-ში ყველამ კარგად იცის, რომ “ევროპულ საქართველოს” დასავლეთთან კავშირი არ გააჩნია. ამერიკელები ვერ მოსთხოვენ ივანიშვილს, რომ ხელისუფლება “ევროპულ საქართველოს” გადააბაროს.

რუსეთს სულ უფრო უჭირს თავისი პოლიტტექნოლოგიების ამოქმედება. ჩრდილოელ მეზობელს დესტაბილიზაცია ჩაუფლავდა პანკისში, დავითგარეჯსა და მარნეულში, ასევე ზუგდიდში. ეს ამერიკელი პარტნიორების გააქტიურების შედეგია. წარსულს ჩაბარდა, დრო, როცა კრემლი საქართველოში აკეთებდა იმას, რაც მოესურვებოდა.
ახალი ხანა, რომლის მოახლოებაზეც ადრე ვლაპარაკობდი, მოსულია. აშშ ირანის წინააღმდეგ სერიოზულ ზომებს იღებს. ეს რუსეთისთვის დიდი ტრავმაა. რუსეთი სუსტდება წინა აზისა და კავკასიაში. არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომისათვის საქართველოში კრემლმა კიდევ რაღაც ჩაიფიქროს, მაგრამ ამას შედეგი არ ექნება.
საქართველოსა და უკრაინაში რუსეთს მუდმივი დესტაბილიზაცია უნდა. მოსკოვში საქართველო და უკრაინა თავისი საუფროსო ტერიტორიები ჰგონიათ. დროა, მიხვდნენ, რომ სხვა დადგა.
დაიწყო დამაინტრიგებელი პოლიტიკური ხანა.

წყარო: ახალი თაობა