ირანის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ირანის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

A+ A-

15:50 26/05/2019

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვამს.

როუჰანის განცხადება ირანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სალომე ზურაბიშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში ჰასან როუჰანი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ირანის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ თეირანი და თბილისი დაეყრდნობიან ირანისა და საქართველოს კულტურულ და ისტორიულ კავშირებს, გამოიყენებენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ შესაძლებლობებს და გააღრმავებენ ურთიერთობებს.