სოფელ ნაწრეტში ხანში შესული ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს
სოფელ ნაწრეტში ხანში შესული ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

A+ A-

11:07 29/05/2019

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაწრეტში ხანში შესული ცოლ-ქმარი მეზობლებმა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

გარდაცვლილები პედაგოგები იყვნენ და ამავე სოფლის სკოლაში მუშაობდნენ.

როგორც "2020NEWS"-ს შინაგან საქმეთ სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.