დაინიშნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი "ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორად ?!
დაინიშნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი "ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორად ?!

A+ A-

19:04 30/05/2019

13 დღიანი გაფიცვის დასრულების შემდეგ, მაღაროელები ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ახალ დირექტორს ელოდებიან. როგორც "2020NEWS"-ს  ჭიათურიდან აცნობეს,  გადამდგარი დირექტორის ვაკანტური თანამდებობა, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა დაიკავოს.

"დანამდვილებით თქმა გვიჭირს, მაგრამ აქ გავრცელებუილი ინფორმაციების მიხედვით, კომპანიის დირექტორად უჩა მამაცაშვილი შეიძლება დაინიშნოს, ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაზუსტებით ვერ გვეუბნებიან, მაგრამ ქალაქში გავრცელებულ ინმფორმაციას არ  უარყოფენ"- განაცხადეს სააგენტოსთან საუბარში მაღაროელებმა.

"2020NEWS" თავის მხრივ შეეცადა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა უჩა მამაცაშვილი მედიისთვის მიუწვდომელია და შესაბამისად მასთან დაკავშირება შეუძლებელია.

ცნობისათვის,  27 მაისს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი აკაკი გურჯიძე თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ჭიათურაში პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ჩავიდნენ, შედეგად, კი მაღაროელებსა და “ჯორჯიან მანგანეზს” შორის მოლაპარაკება შედგა და მაღაროელების 13 დღიანი საპროტესტო აქცია დასრულდა, შესაბამისად ეს პოზიცია ამ დრომდე ვაკამტურია.

შეგახსენებთ, უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და ნდობით აღჭურვილი პირია, ის ხელმძღვანელობდა ივანიშვილის რამდენიმე უმსხვილეს კომპანიას რუსეთში, არის თანაინვესტირების ფონდის წილის 42%-ის მფლობელი, მისი სახელი ასევე აქტიურად ფიგურირებდა "ომეგა ჯგუფის"  საქმეში.