“26 მაისის დარბევაში “ოცნების“ შს მინისტრი ლექსო ჭიკაიძე მონაწილეობდა”
“26 მაისის დარბევაში “ოცნების“ შს მინისტრი ლექსო ჭიკაიძე მონაწილეობდა”

A+ A-

03:03 16/10/2018

,,სამართალდამცველთა რეფორმირების ცეტრის“ დამფუძნებელმა ზვიად კუპრავამ “2020NEWS”-თან საუბარში განაცხადა, რომ 26 მაისის აქციის დარბევაში „ქართული ოცნების“ შს მინისტრი, ლექსო ჭიკაიძე მონაწილეობდა.

„მათი მინისტრი ლექსო ჭიკაიძე ჩემგან განსახვავებით ნამდვილად იყო 26 მაისს აქციაზე, საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება, გამოაქვეყნონ ინფორმაცია, სად იყო მაშინ მათი ხელისუფლების შს მინისტრი ლექსო ჭიკაიძე. ის ჩემგან განსახვავებით, ნამდვილად იყო 26 მაისს აქციაზე. იმ აქციაზე, რომელიც ხალხს არბევდა და ამათ ეს ადამიანი მერე შს მინისტრად დანიშნეს. მას ეწერა რამდენიმე ყუთი რეზინის ტყვიები და მჭიდები. ეს საბრძოლო მასალა მან ნამდვილად გაიტანა და უკან არ დაუბრუნებია. სად წაიღო ეს საბრძოლო მასალა – სახლში?!

“2020NEWS” ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს დაუკავშირდა:

„რა სისულელეა, რა კომენტარი უნდა გავაკეთო“, – განაცხადა ჭიკაიძემ.

სააგენტოს კითხვაზე, კონკრეტულად სად იმყოფებოდა იგი 26 მაისს აქციის დარბევისას, ჭიკაიძემ სატელეფონო საუბარი გათიშა და შემდეგ ზარებს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, 2011 წლის 26 მაისს თბილისში, როცა ხელისუფლება საზეიმო აქციისთვის ემზადებოდა, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო მანიფესტაცია მიმდინარეობდა, რომელსაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა.

ბურჯანაძე მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე 3 მაისიდან იყო შეკრებილი, 25 მაისს გვიან ღამით კი, ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია დაარბია. ამ სისხლიან აქტს მსხვერპლი მოჰყვა. 26 მაისის ტრაგედიას რამდენიმე გარდაცვლილი ჰყავს.